თქვენ ალბათ უკვე წაიკითხეთ ჩემი წინა პოსტი. რა თქმა უნდა წაიკითხეთ! მთელი ქალაქი მასზე ლაპარაკობს. უკვე მივიღე დადებითი კომენტარები ორი განსხვავებული გამომცემლობისგან. ლოკალურმა ყოველკვირეულმა გაზეთმა “ყოველკვირეული გაზეთი” ორიგინალური უფლება მთხოვა ორშაბათის ნომერში მოთხრობის გამოქვეყნების თაობაზე. უნივერსიტეტის დერეფნებში უკვე მეძახიან “მანიაკების კონფუცის”. ჩემმა მეგობარმა შეშფოთებულმა ისიც კი მითხრა, შეიძლება მალე პოლიციიდან დაგიკავშირდნენო (ის ყოველთვის ასე ნეგატიურად ხვდება ყველა სიახლეს: ჰოროსკოპით მორიელია). მაგრამ ეს სულაც არ მაღელვებდა; აქამდე. და მაშინ როცა ყველა შემდეგ პოსტს ელოდება და აინტერესებთ რა იქნება შემდეგი, სამწუხაროდ (ან სასიხარულოდ) წინარეა ამბავი უნდა აღვწერო.

Read the rest of this entry »